წესები და პირობები

Elearning

წესები და პირობები

Elearning.edec.ge-ს (შემდგომში ვებ–პლატფორმა) გამოყენება რეგულირდება მისი ადმინისტრაციის (შემდეგში ადმინისტრაცია) მიერ დადგენილი წესებითა და პირობებით (შემდგომში წესები და პირობები). 

  1. ტერმინთა განმარტება: 

1.1 ანგარიში – მომხმარებლის მიერ Elearning.edec.ge -ზე რეგისტრირებული ანგარიში; 

1.2. ავტორიზაცია – მომხმარებლის მიერ თავის პირად ანგარიშზე წვდომა; 

1.3. მომხმარებელი – Elearning.edec.ge -ზე რეგისტრირებული იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე წესებით და პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

1.4. მომხმარებლის უფლების შეჩერება – ავტორიზაციის უფლების შეჩერება (საკუთარ ანგარიშზე წვდომის შეზღუდვა). 

გთხოვთ, დეტალურად გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს, რომელიც არეგულირებს მომხმარებლის მიერ ვებ-პლატფორმის გამოყენებას.

ვებ-პლატფორმაზე რეგისტრაცია

რეგისტრაცია შეუძლიათ იურიდიულ პირებს და 16 წელს ზემოთ ფიზიკურ პირებს. სავალდებულოა სარეგისტრაციო ფორმაში მითითებული მონაცემების სრულყოფილად შევსება. მომხმარებლის სახელის და პაროლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ერთპიროვნულად ეკისრება მომხმარებელს, მისი გაზიარება სხვა პირისთვის დაუშვებელია, თუ მომხმარებელს აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მისი პაროლი ცნობილი გახდა მესამე პირისათვის, დაუყოვნებლივ უნდა განაახლოს მონაცემები. რეგისტრაციის დასრულებისთვის აუცილებელია მომხმარებელი დაეთანხმოს ვებ–პლატფორმის წესებსა და პირობებს. წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ იგი ეთანხმება მას სრულად. ვებ–პლატფორმაზე მომხმარებლის მიერ შევსებული პირადი ინფორმაცია კონფიდენციალურია.

რეგისტრაციის შეწყვეტა 

წესებისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში, ვებ–პლატფორმის ადმინისტრაცია უფლებამოსილია შეზღუდოს ან შეაჩეროს მომხმარებლის ანგარიში ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე. წესები და პირობები ძალაშია მომხმარებლის რეგისტრაციის გაუქმებამდე. 


მომსახურების შეფერხება ან შეწყვეტა 

მომსახურების გამარტივების, გაუმჯობესების ან სხვა მიზნით მუდმივად მიმდინარეობს ვებ–პლატფორმის შიგთავსის ან/და მისი ფუნქციონალის განახლება. მომსახურების შეფერხების ან შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე ადმინისტრაცია იღებს ზომებს პრობლემის დაუყოვნებლივ გადაჭრისა და სერვისის მაღალი ხარისხით მიწოდების უზრუნველსაყოფად. 

სერვისების გამოყენება

წინამდებარე მუხლის მიზნებისათვის სერვისი გულისხმობს ორგანიზაციის მიერ გაწეულ ნებისმიერ მომსახურებას, მათ შორის და არა მხოლოდ, ანაზღაურებადი და არა ანაზღაურებადი სასწავლო მომსახურების გაწევა. აღნიშნული სერვისების მიწოდების მიზნით ორგანიზაცია ახორციელებს, მათ შორის და არა მხოლოდ: (ა) არა ანაზღაურებადი მომსახურების ფარგლებში მომზადებული ვიდეო, ტექსტუალური და ვიზუალური მასალის  განთავსებას ვებ-პლატფორმაზე; (ბ) ანაზღაურებადი სასწავლო მომსახურების ფარგლებში მონაწილეებისთვის ვიდეო, ტექსტუალური და ვიზუალური მასალის გაზიარებას ონლაინ სასწავლო ვებ–პლატფორმის მეშვეობით; (გ) ნებისმიერი შინაარსის ვიზუალური, ტექსტუალური ან/და ვიდეომასალის, მათ შორის და არა მხოლოდ, ნებისმიერი ვიდეო ლექციის, გრაფიკული ნამუშევრის, დიზაინის, ფოტომასალის, ბლოგ პოსტის, ანიმაციის განთავსებას ვებ-პლატფორმაზე, ვებ-პლატფორმის მომხმარებლისათვის.

ინფორმაციის გამოქვეყნება/გაზიარება 

ინფორმაციის გამოქვეყნებისას და/ან გაზიარებისას მომხმარებელი იღებს პასუხისმგებლობას მის ხარისხზე, შინაარსსა და სიზუსტეზე. იკრძალება ცრუ, დისკრიმინაციული, საზოგადოებისთვის მიუღებელი, შეურაცხმყოფელი, ცილისმწამებლური, უსამართლო ინფორმაციის გავრცელება. აკრძალულია ვებ–გვერდზე მოპოვებული ინფორმაციის ბოროტად გამოყენება. თუ ვებ–პლატფორმა შეიცავს განცხადებათა დაფას, ონლაინ ჩატს, ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებას (ერთობლივად, „ფორუმები”), თქვენ ეთანხმებით, რომ მას მხოლოდ „ფორუმისთვის“ შესაფერისი ინფორმაციის გასაცვლელად გამოიყენებთ. „ფორუმის“ გამოყენებისას თქვენ არ შეგიძლიათ: ცილი დასწამოთ, ბოროტად გამოიყენოთ, შეავიწროვოთ, დაემუქროთ ან სხვაგვარად დაარღვიოთ სხვების კანონიერი უფლებები (მაგალითად, კონფიდენციალურობის და საჯაროობის უფლებები); ატვირთოთ ან გააგზავნოთ ფაილები, რომლებიც შეიცავს პროგრამულ უზრუნველყოფას ან ინტელექტუალური საკუთრების კანონებით დაცულ სხვა მასალებს, თუ თქვენ არ ფლობთ ან აკონტროლებთ მათ უფლებებს, ან არ მიგიღიათ ყველა საჭირო თანხმობა; ატვირთოთ ან გაავრცელოთ ფაილები, რომლებიც შეიცავს ვირუსებს; გაარეკლამოთ ან გააკეთოთ ნებისმიერი პროდუქციის ან მომსახურების სარეკლამო შეთავაზება ან ჩაატაროთ გამოკითხვები, კონკურსები ან გააგზავნოთ ჯაჭვური წერილები; გადმოწეროთ „ფორუმის“ სხვა მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული ფაილი, რომლის გავრცელებაც მსგავსი ფორმით აკრძალულია. ამით თქვენ აღიარებთ, რომ ყველა „ფორუმი“ არის საჯარო და არა პირადი კომუნიკაცია და ეთანხმებით იმას, რომ ასეთი „ფორუმების“ გამოყენება ექვემდებარება იმ წესებს, რომლებიც შეიძლება გაცემულ იქნას EDEC-ის მიერ ნებისმიერ დროს და EDEC-ის შეხედულებისამებრ.  EDEC იტოვებს უფლებას ნებისმიერი მიზეზის გარეშე და საკუთარი შეხედულებისამებრ შეცვალოს ან წაშალოს „ფორუმში“ განთავსებული ნებისმიერი შინაარსის ტექსტი.

საავტორო უფლებები

ის მასალა, რომელიც განთავსებულია ვებ-პლატფორმაზე, მათ შორის ჩვენი ლოგო, განკუთვნილია არაკომერციული გამოყენებისთვის, დაცულია საავტორო უფლებებით, წარმოადგენს EDEC-ის ინტელექტუალური საკუთრებას და მათზე სრულად ვრცელდება EDEC-ის საკუთრების, საავტორო და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა თანმდევი ქონებრივი და არაქონებრივი უფლება. აკრძალულია ვებ-პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაციის მთლიანად ან ნაწილობრივ გამოქვეყნება, მოდიფიცირება, გარდაქმნა, გადაცემა, შენახვა ან ნებისმიერი სხვა ფორმითა და საშუალებით  ექსპლუატაცია.

კონფიდენციალურობა

მომხმარებლის პერსონალური მონაცემები ხელმისაწვდომია მხოლოდ ვებ-პლატფორმის ადმინისტრაციისთვის. მონაცემების მესამე მხარესთან გაზიარება დაიშვება მხოლოდ მომხმარებლის მიერ, ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. ვებ-პლატფორმაზე მომხმარებლის მიერ შევსებული პირადი ინფორმაცია კონფიდენციალურია.

საკონტაქტო ინფორმაცია 

ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, რაც უკავშირდება წინამდებარე წესებსა და პირობებს ან ვებ-პლატფორმაზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს ადმინისტრაციას შემდეგ მისამართზე: ქუთაისი, პ. ინგოროყვას N64, ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით: elearning@edec.ge 

 

შენიშვნა: წინამდებარე წესები და პირობები შესაძლებელია განახლდეს, რის შესახებაც ჩვენ ამ ინფორმაციას გამოვაქვეყნებთ ვებ-პლატფორმაზე და განვაახლებთ კონფიდენციალურობის პოლიტიკის გამოქვეყნების თარიღს.