ყველაფერი მოხალისეობის შესახებ

EDEC-Logo-All-CMYK-With-Text-GEO_Page_1-2
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი
ბოლო განახლება მარტი 21, 2024
21 უკვე ჩაირიცხა

კურსის შესახებ

კურსი “ყველაფერი მოხალისეობის შესახებ” შექმნილია მოხალისეობით დაინტერესებული ადამიანებისთვის. კურსი იძლევა საშუალებას მოემზადოთ მოხალისეობრივი საქმიანობის დასაწყებად ან მის განსავითარებლად. კურსის ფარგლებში თქვენ გაეცნობით მოხალისეობასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებს, როგორიცაა მოხალისეობის განმარტება და სახეობები, მოხალისეობასთან დაკავშირებული ღირებულებები და თანამედროვე ეთიკური ნორმები, მოხალისეობისთვის საჭირო ცოდნა და უნარები, გაიგებთ თუ რა უფლებები აქვს მოხალისეს და მოხალისეობის რა შესაძლებლობები არსებობს, როგორც საქართველოში ისე მის გარეთ. 

კურსი იყოფა ორ ნაწილად. პირველი ნაწილი შექმნილია მოხალისეობით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის თუ ორგანიზაციისთვის, მიუხედავად წინარე გამოცდილებისა თუ ცოდნისა. კურსის  პირველი ნაწილის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ:

  • მოხალისეობრივი საქმიანობის ამოცნობას და მისი სახეობების გარჩევას;
  • საკუთარი მოხალისეობრივი აქტივობების დაგეგმვას, როგროც დამოუკიდებლად, ისე ორგანიზაციების მხარდაჭერით.

მეორე ნაწილი არის განკუთვნილი სამოქალაქო საზოგადოების და კომერციული ორგანიზაციებისთვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან მოხალისეობის პროგრამების დანერგვით. ორგანიზაციებისთვის განკუთვნილი ნაწილის გავლის შემდეგ, თქვენ შეძლებთ:

  • განსაზღვროთ ორგანიზაციის შესაძლებლობები მოხალისეობრივი პროგრამების დასანერგად;
  • განსაზღვროთ ორგანიზაციის საჭიროებები მოხალისეობის მიმართულებით და დაგეგმოთ შესაბამისი ნაბიჯები.

კურსის სასწავლო მასალა შეიცავს თემატურ ლექციებს, პრაქტიკულ დავალებებს, გამოკითხვებს, საკითხავ ლიტერატურას და სასარგებლო წყაროებს. კურსის წარმატებით გასავლელად, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ვიდეო-ლექციების ყურება და ყურადღებით მოსმენა, არამედ პრაქტიკული დავალებების შესრულება და ინტერაქცია კურსის სხვა მსმენელებთან. 

კურსის მასალა ორგანიზებულია ისეთი თანმიმდევრობით, რომ ყოველი შემდგომი თემა ერთმანეთთან კავშირშია. შესაბამისად,  მნიშვნელოვანია ყველა სექციის შესაბამისი თანმიმდევრობით გავლა.

მინდა გაუწყოთ, რომ  კურსის შექმნაში  ჩართული იყვნენ მოხალისეობის გამოცდილების მქონე ადამიანები და საკითხის მკვლევრები.

ვიმედოვნებ, რომ ეს კურსი დაგეხმარებათ ახალი ინფორმაციის მიღებაში და მოტივაციას მოგცემთ, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოთ მოხალისეობაში.

გისურვებთ წარმატებებს!

 

საკვანძო სიტყვები

სასწავლო გეგმა

25 გაკვეთილი

1. მოხალისეობის განმარტება

დააფიქსირეთ საკუთარი მოსაზრება
ვიდეო ლექცია – მოხალისეობის განმარტება19:51
საკითხავი მასალა – საკითხავი მოხალისეობაზე00:00
ვიდეო ლექცია – სამოქალაქო განათლება / მოხალისეობა3:59
ვიდეო ლექცია – სამოქალაქო განათლება / სამოქალაქო საზოგადოების საფუძვლები13:04
ვიდეო ლექცია – სამოქალაქო საზოგადოება და მონაწილეობა6:53
ვიდეო ლექცია – მოქალაქე, სახელმწიფო, საზოგადოება10:41
შეამოწმეთ თქვენი ცოდნა
მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება

2. მოხალისეობის სახეობები

3. მოხალისის კომპეტენციები

4. მოხალისეობის სარგებელი

5. მოხალისეობის მოტივაცია

6. მოხალისეობის ეთიკა და ღირებულებები

7. მოხალისეობის სამართლებრივი საკითხები

8. მოხალისეობის შესაძლებლობები

9. შემაჯამებელი ტესტი

Your Instructors

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი

0/5
2 კურსი
0 მიმოხილვა
33 სტუდენტი
სრულად

დატოვეთ კომენტარი

უფასო
დონე
საშუალო
ლექციები
25 ლექცია
ენა
ქართული
თქვენი მოთხოვნა მიღებულია.
გთხოვთ დაელოდოთ უკუკავშირს!

Want to receive push notifications for all major on-site activities?